ზოგადი ინფორმაცია
პლატფორმა: PlayStation 4/5
თამაში: EA Sports FC
რეჟიმი: Online 1×1
ყველა მატჩი ტარდება ონლაინ რეჟიმში.
მონაწილეობის საფასური: 30 ლარი თითოეულ მოთამაშეზე.
რეგისტრაცია ძალაში შედის თანხის გადახდის დადასტურების შემდეგ.
მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ PlayStation Plus აქტიური ანგარიში.
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე თამაშის ვერსია.
თითოეულ მოთამაშეს უნდა ჰქონდეს სტაბილური ინტერნეტი.
Disconnect / ინტერნეტ კავშირის პრობლემები
0-0 და 10 წუთამდე – მატჩი თავიდან იწყება.
თუ ანგარიში უკვე დაფიქსირებულია – დარჩენილი დრო თამაშდება ბოლომდე და ანგარიში ნარჩუნდება.
2-ჯერ Disconnect ერთი მოთამაშის მხრიდან – ტექნიკური წაგება 3-0.
თვითნებური მატჩის შეწყვეტა გამოიწვევს მოთამაშის ავტომატურ დისკვალიფიკაციას.
მატჩის დასაწყისში არასტაბილური ინტერნეტკავშირის შემთხვევაში – ორივე მხარის შეთანხმებით თამაში თავიდან იწყება.
შუა თამაშში პრობლემის შემთხვევაში – ორგანიზატორის გადაწყვეტილება გადამწყვეტია.
მატჩის დამტკიცება
გამარჯვებული ვალდებულია ატვირთოს Score Screenshot.
დავის შემთხვევაში გადამწყვეტია Screenshot ან Stream ჩანაწერი.
ყალბი შედეგის დაფიქსირება გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.
ეთიკა და ორგანიზატორის უფლებები
ყველა მონაწილე ვალდებულია დაიცვას სპორტული ქცევის ნორმები.
ორგანიზატორის გადაწყვეტილება არის საბოლოო.
წესების უცოდინრობა არ ათავისუფლებს ტურნირის მონაწილეს პასუხისმგებლობისგან.
დამატებითი წესები
მატჩის პარამეტრები
მატჩის დრო – 10 წუთი თითო ტაიმი. მატჩი შეადგენს 3 ტაიმს თუ 2 ტაიმის ანგარიში დაფიქსირდება ფრე.
თამაშის სიჩქარე – Default.
მატჩები ტარდება Online Friendlies რეჟიმში.
გუნდების არჩევა
მოთამაშეებს შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი საკლუბო გუნდი.
ორივე მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს ერთი და იგივე გუნდი.
მატჩის დაწყების დრო
მატჩის დასაწყებად მოთამაშეებს ეძლევათ მაქსიმუმ 10 წუთი.
თუ მოთამაშე არ გამოცხადდება დროულად, მას დაუფიქსირდება ტექნიკური წაგება ანგარიშით 3-0.
Fair Play
დაშვებულია დროის გაწელვა ან თამაშის დროს წარმოქმნილი პროგრამული შეცდომების გამოყენება საკუთარი თავის სასარგებლოდ.
არასპორტული ქცევა შეიძლება გახდეს დისკვალიფიკაციის მიზეზი.
Stream / Live
ორგანიზატორს აქვს უფლება ნებისმიერი მატჩი გადაიყვანოს Live Stream-ზე.
მოთამაშეები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ ორგანიზატორის მითითებებს სტრიმთან დაკავშირებით.
მატჩის შედეგის მტკიცებულება
ორივე მოთამაშისათვის რეკომენდებულია შეინახოს მატჩის შედეგის Screenshot დავის წარმოქმნის შემთხვევაში.