CyberGames - შეთავაზება სპონსორებისათვის

CyberGames წარმოადგენს საქართველოში ორგანიზებულ EA Sports FC 26 ონლაინ ტურნირს PlayStation 4/5 პლატფორმაზე. ტურნირი აერთიანებს გეი­მინ­გის მოყვარულებს მთელი საქართველოდან და ქმნის კონკურენ­ტულ esports გარემოს.

ტურნირის მიზანია: ქართული გეიმინგ საზოგადოების განვითარება, მოთამაშეების ერთმანეთთან დაკავშირება და პროფესიონალური ტურნირების ჩატარების კულტურის ჩამოყალიბება.

ჩვენ ვეძებთ პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ახალგაზრდა და აქტიურ აუდიტორიასთან კომუნიკაციით და გეიმინგ კულტურის მხარდაჭერით  საქართველოში.

სპონსორებს ვთავაზობთ შემდეგ შესაძლებლობებს:

  • ბრენდის ლოგოს განთავსება ტურნირების ოფიციალურ პოსტერებზე;
  • ბრენდის ხსენება სოციალურ ქსელებში და რეკლამებში;
  • ლოგოს განთავსება ტურნირების რეგისტრაციის გვერდზე;
  • ბრენდის ხსენება Live Stream-ის დროს;
  • სპონსორის სახელით სპეციალური პრიზების გადაცემა გამარჯვე­ბულებისთვის.

ტურნირების აუდიტორია:

  • ახალგაზრდა გეიმერები;
  • PlayStation მოთამაშეები;
  • esports-ის მოყვარულები;
  • ონლაინ გეიმინგ საზოგადოების წარმომადგენლები მთელი საქართ­ველოდან.

სპონსორობა წარმოადგენს შესაძლებლობას ბრენდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ახალგაზრდულ აუდიტორიასთან დაკავში­რებაში და თანამედროვე გეიმინგ კულტურის მხარდაჭერაში.

პარტნიორობისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავ­შირდით.